კარნავალი ნიცაში

ქალაქი ნიცა რიგით 134-ე კარნავალს მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემა წელს კოსმოსია და ის ფრანგ ასტრონავტს ტომას პასკეს ეძღვნება.  კარნავალის ფარგლებში წელს აშშ-ის პრეზიდენტისა და კიმ ჩენ ინის გამოსახულებები იყო წარმოდგენლი. 

ავიაკატასტროფა მექსიკაში - 13 გარდაცვლილი

მექსიკაში ავიაკატასტროფას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენი ოახაკას შტატში სტიქიური უბედურების ზონაში  ჩამოვარდა. როგორც ირკვევა ვერტმფრენი იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები იმყოფებოდნენ.

დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი FBI-ს აკრიტიკებს. ტრამპმა განცხადება ტრადიციულად საკუთარი Twitter-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ის წუხს, რომ  FBI-მ ვერ მოახერხა შეემჩნია ის სიგნალები, რომლებსაც ფლორიდაში თავდამსხმელი ავრცელებდა. ტრამპის თქმით ეს მიუღებელია. 

"ვაშინგტონ პოსტი - საიდუმლო მასალები"

საქართველოს კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის ფილმ, ,,ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალების'' ნახვა მაყურებელს უკვე შეუძლია, მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ტომ ჰენქსი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას მამაცი ჟურნალისტების შესახებ, რომლებმაც ვიეტნამის ომის, პენტაგონის საიდუმლო მასალები გამოაქვეყნეს. ფილმი წლევანდელი ოსკარის ორ ნომინაციაშია დასახელებული.

გურჯაანში მამაკაცი მოკლეს

კახეთში 34 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას - 1983 წელს დაბადებულ პირს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ნათესავმა ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-მ გახმაურებული მკვლელობა გახსნა

სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანებს შეეჯახა, რის შედეგადაც, ოთხი მანქანა დაზიანდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოხდება.

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. 

საგრანტო ხელშეკრულება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ დაზღვევის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

იზორიას ორმხრივი შეხვედრები

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებს - ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობა პრაღაში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა პრაღის ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაში იღებს მონაწილეობას. სეპატარისტული აფხაზეთის წარმომადგენლებს გამოფენაზე აფხაზეთის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ტურისტული ბუკლეტები ექნებათ წარმოდგენილი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს 25 მლნ-ს გამოუყოფს

2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამერიკის საგარეო უწყება კონგრესს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების, ღირებულებების, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების უზრუნველსაყოფად ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 2019 წელს 37 მილიარდ 800 მილიონი დოლარის გამოყოფას სთხოვს. 

ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პოლიტიკურ ფიგურებთან. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი კონფერენცია დღეს სრულდება. საქართველოს დელეგაცია კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ამ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრებს საუბარი მოუწიათ, ვიზალიბერალიზაციაა. 

ავიაკატასტროფა ირანში

ავიაკატასტროფა ირანში. სამგზავრო თვითმფრინავი მთიან არეალს შეეჯახა. ლაინერს 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი გადაჰყავდა. ატრ - 72- ტიპის ხომალდი თეირანიდან ქალაქ იასუჯში მიფრინავდა. რა დროსაც ისპაჰანთან ახლოს ჩამოვარდა. 

გზის რეაბილიტაცია

თბილისის  მერი  კახა კალაძე ვაკეში მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქუჩაზე ამჟამად გზის  საფუძველი ეწყობა რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბებია და შვილიშვილი გაზის გამათბობლით მოიწამლნენ

გორში ბებია  და შვილიშვილი   ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ. ისისნი  მკურნალობას   გორის სამედიცინო   ცენტრში   გადიან.

პრემიერის შეხვედრა ფატუ ბენსუდასთან

მიუნხენში ვიზიტის    ფარგლებში   პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ   ბენსუდასაც   შეხვდა.  

როჯერ ფედერერი - მსოფლიო რეიტინგის N:1

როჯერ ფედერერმა როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში ჰოლანდიელი რობინ ჰაასე დაამარცხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ შვეიცარიელ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგის პირველი საფეხური დაეკავებინა. 

ამერიკულ არჩევნებში ჩარევისთვის რუსეთის 13 მოქალაქე დაადანაშაულეს

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსეთის 13 მოქალაქე და 3 კომპანია ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. 

ახალი პრაქტიკული სახელმძვანელოები სამოქალაქო საქმეებზე

საქართველოში პირველად, სამოქალაქო საქმეებზე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთ დახმარების თაობაზე და ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეებზე პრაქტიკული სახელმძღვანელოები გამოიცა.