სააკაშვილი პოლონეთს ტოვებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება. მისი თქმით, უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლეგალურად გეგმავს.
„მე ვსწავლობ საკანონმდებლო ბაზას და უკრაინაში მაშინ გავემგზავრები, როდესაც მზად ვიქნები. ხელისუფლება ვერ შეძლებს მილიონობით უკრაინელის აზრის უგულებელყოფას“, - უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვარშავაში. 
მისი განმარტებით, სურს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანა იყოს და ის ამ პროცესის ნაწილი იქნება. 
სააკაშვილის თქმით, ის დღეს პოლონეთს დატოვებს, თუმცა არ დაუზუსტებია, სად მიემგზავრება.