მიმართვა ოპოზიციას

რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე, ხვალ საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური აქცია იმართება. ავტობანზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთის მიმდებარე ტორიტორიაზე იგეგმება ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც საქართველოს ოკუპაცია მტკივნეული თემაა, ცოცხალ ჯაჭვში ჩაერთონ. მათი თქმით, ეს იქნება ერთგვარი გზავნილი, რომ საქართველო არ შეეგუება თავისი ტერიტორიების ანექსიას. აქციაში, სავარაუდოდ, ჩართვებიან პოლიტიკოსებიც. შეკრებილთა უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს.