ისრაელის მთავრობა Al Jazeera-ს ხურავს

ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში ყატარული ტელეკომპანიის „ალ-ჯაზირას“ ბიუროს დახურვასა და ჟურნალისტების აკრედიტაციების გაუქმებას გეგმავს. ისრაელის კავშირგაბმულობის მინისტრმა ტელეკომპანია ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მაუწყებლობა არხის როგორც ინგლისურენოვანმა, ისე არაბულენოვანმა განყოფიელბებმა უნდა შეწყვიტონ. მინისტრის მერ გამართულ პრესკონფერენციაზე „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები არ დაუშვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები იერუსალიმში იუდეველთა და მუსლიმთა წმინდა ადგილთან, ტაძრის მთასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის გამწვავების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. „ალ-ჯაზირაში“ აცხადებენ, რომ ტელეკომპანია დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა.

ტაძრის მთასთან ორი პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, ისრაელის მიერ მიღებულმა ახალმა უსაფრთხოების ზომებმა პალესტინელთა პროტესტი გამოიწვია. ბოლო თვეების განმავლობაში, „ალ-ჯაზირა“ რეგიონის არაერთმა სახელმწიფომ გააკრიტიკა. საუდის არაბეთმა და იორდანიამ კი, ყატარის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ბიუროები დახურეს.

აღსანიშნავია, რომ „ალ-ჯაზირა“ 1996 წლიდან მაუწყებლობს.