2008 წლის ოლიმპიური თამაშები ლოს ანჯელესში

ლოს ანჯელესის საქალაქო საბჭოს წევრებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეთავაზებაზე, 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თაობაზე, მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს. საქალაქო საბჭოს წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა ლოს ანჯელესის მერის ერიკ გარსეტის არგუმემენტები. გარსეტის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ქალაქისთვის მომგებიანი იქნება, განსაკუთრებით კი ფინანსური თვალსაზრისით.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მზად არის, გამოყოს უპროცენტო კრედიტი - 180 მილიონი დოლარის სახით, რაც საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯებს და ქალაქში ახალგაზრდული სპორტის განვითარებას მოხმარდება. 

სექტემბერში ლიმაში ფორმალურად უყრიან კენჭს  კანდიდატებს, რის შემდეგაც ოფიციალურად გამოცხდდება 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები - პარიზი და ლოს ანჯელესი. წელს პირველად ერთდროულად ორი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი დასახელდა.