მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა სეზონი დაასრულა

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სტენ ვავრინკამ მიმდინარე სეზონის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტა. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც სპორტსმენმა ოპერაცია ელოდება. ბოლო ვავრინკამ უიმბლდონზე ჩაატარა, სადაც პირველივე წრეში წააგო რუს დანიილ მედვედევთან.

სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება ვავრინკამ საკუთარი ფეისბუქის გვერდის საშუალებით გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ გუნდთან და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, რთული გადაწყვეტილება მიიღო და მუხლზე ოპერაცია ელოდება. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც შევძლებ კიდევ რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაშს.

შვეიცარიელის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ის ამერიკის ღია პირველობაზე გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს.