პარიზში დაკავებულმა მამაკაცმა ისლამისტებთან კავშირი აღიარა

პარიზში თავდასხმის მცდელობისას დაკავებულმა მამაკაცმა ისლამისტებთან კავშირი აღიარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით მავრიტანელი, 19 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. დაკითხვაზე დამნაშავემ განაცხადა, რომ თავდასხმაზე "ისლამური სახელმწიფოს " წევრებმა დაითანხმეს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი პარიზის პოლიციამ ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობისას დააკავა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის შემდეგ, ეიფელის კოშკიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავემა და გამნაღმველებმა კოშკი შემოაწმეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ, საფრანგეთში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.