ირაკლი კობახიძე - ვემიჯნებით ვიზიტებს, რომელიც სახელმწიფოს სტრატეგიას არ შეესაბამება

კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება.

”ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.