ხანძარი მთაწმინდაზე

ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი მთაწმინდაზე. მიზეზს გამოძიება დაადგენს. დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი. გაჩენილი ცეცხლის სრული ლიკვიდაცია კი ღამის პირველი საათისთვის მოხერხდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სახანძრო ბრიგადა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. რამდენიმე მეხანძრე მუშაობას კვლავ განაგრძობს. რა ვითარებაა ახლა შემთხვევის ადგილზე. გიორგი კიკაბიძე ბოლო ინფორმაციებით გვერთვება.