ნატო ოკუპირებულ აპხაზეთში პუტინის ვიზიტს გმობს

 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ნატო აკრიტიკებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს. ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელის, დილან უა-იტის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს დაემთხვა, ზიანს აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს.