მარგველაშვილისა და პოროშენკოს სატელეფონო საუბარი

 უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივა იყო, აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური  დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს.