რკინიგზელები შიმშილობას იწყენებ

რკინიგზელების ნაწილი სამსახურში აღდგენას ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აანონსებენ. მათ ადმინისტრაციამ რამდენჯერმე შეუცვალა სამუშაო ადგილი, რასაც დასაქმებულების მხრიდან პროტესტი მოყვა. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან მოლაპაარაკების ნაცვლად, სამსახურიდან გაშვების გადაწყვეფილება მიიღო. რკინიგზელთა პროფკავშირებში განმარტავენ, რომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართავენ, რაც გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებს მიიღებენ.  ასევე, საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირი მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას, 7 დღის ვადაში შეცვალოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიიღებენ და შიმშილობას დაიწყებენ.