თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმე განახლდება

წინა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესის განუსაზღვრელი ვადით გადადება მოითხოვა, სანამ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი არ გაირკვევა.  ბრალდების მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას პროკურატურა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება. პროცესს  თემურ ჯანაშია ესწრება.