დეკანოზის პროცესზე სასამართლო ბრალდების და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვით გამოვლენ

დეკანოზის სასამართლო პროცესი დახურულია.საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება - უკვე დასრულებულია მტკიცებულებებისა და ორივე მხარის მოწმეების გამოკითხვა. მომდევნო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბერლინში მიფრინავდა. ბერლინში ამ დროისთვის  ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას შეატყობინა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიება სთხოვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოსაწამლად.

დეკანოზის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდებამ მამა გიორგი მამალაძის დანაშაული ვერ დაამტკიცა. 

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ “ოდნავ მაინც თუ სასამართლო იქნება ობიექტური და ძალიან მინიმალურ დამოუკიდებლობის სტანდარტს ჩააბარებს სასამართლო, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება გამამართლებელი განაჩენი“.