აშშ დეპარტამენტი - აშშ რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს აფზაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება

„აშშ არ სცნობს რუსთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.