ე.წ "პიჯაკების საქმე" აქცია საქალაქო საქალაქო სასამართლოსთან

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც დოქტორ დოტის ვიზიტისას მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ზურაბ ჭყოიძე სასამართლოს წინაშე, როგორც ბრალდების მოწმე დაიკითხა. როგორც ჭყოიძემ განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ პირი, რომლის უსაფრთხოებაზეც უნდა ეზრუნა, პრეზიდენტის სტუმარი იყო. თემურ ჯანაშიას ადვოკატის მტკიცებით,  მოწმეებმა პირდაპირ დაადასტურეს, რომ პრეზიდენტის განკარგულების არსებობის პირობებში სახელწიფო ვალდებულია აანაზღაუროს პრეზიდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი. რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ოფიციალური ხარჯების გადახდა ხდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ღია ფორმით და მხოლოდ არაოფიციალური ხარჯების გაწევა ხდებოდა. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა. ასევე საუბარია შვიდი პიჯაკის, ქაშმირის პალტოსა და ათამდე მაჯის საათის შეძენაზეც.