ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს დღეს დაკრძალავენ

ავღანეთში თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს.  სამოქალაქო პანაშვიდი 3:00 საათამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი 26 წლის სამხედროს ცხედარს მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში, საგვარეულო საფლავზე სამხედრო წესით დაკრძალავენ. დაკრძალვას თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა. მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.