დავით ნარმანია გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მასთან კონსულტაციებს ადასტურებს

„მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დავასრულებ მოღვაწეობას თბილისის მერის რანგში, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. დაველოდოთ, მანამდე არ ვიჩქაროთ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ IPN-თან.

გენერალური აუდიტორის თანამდებობა რამდენიმე კვირაა ვაკანტურია - ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.