სოფელ ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს

 მორიგი მავთულხლართები. რუსმა ოკუპანტებმა                 ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს, მავთულხლართებია გავლებული. ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში. რუსი სამხედროების უკანონო ქმედებას მმართველი გუნდში ეხმაურებიან. საოკუპაციო ხაზი ე.წ. მესაზღვრეებმა რამდენიმე თვის წინ სოფელ ხურჩასთანაც გადოწიეს.