ვიცე-პრემიერის ბრიფინგი

"თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მიზეზები პარტიამ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა. "თავისუფალი დემოკრატები" მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებენ. განცხადების მიხედვით, პარტია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს რამდენიმე მიზეზით აცხადებს. მათი თქმით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში კრიზისული ვითარება შეიქმნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელებთან“ ბლოკი შექმნეს, ვერ განხორციელდა.