მაიკლ პენსმა სტადიონი პროტესტის ნიშნად დატოვა

შავკანიან მოსახლეობასთან სოლიდარობის ჟესტი, რომელსაც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები მეორე წელია იყენებენ, სპორტულ სამყაროსა და თეთრ სახლს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზად იქცა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა, რომელიც ნაციონალური საფეხბურთო ლიგის თამაშზე მშობლიურ შტატში,  ინდიანაში იმყოფებოდა, სტადიონი დემონსტატიულად დატოვა.

მაიკლ პენსი ინდიანა კოლტსის და სან ფრანცისკოული ფორტი-ნაინერსის თამაშს ესწრებოდა, მატჩის წინ შეერთებული შტატების ჰიმნის შესრულებისას, ორივე გუნდის მოთამაშეები მუხლებზე დადგნენ. რითაც ამერიკაში ფედარკანიანთა მოძრაობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. რიტუალად ქცეულ ამგვარ ჟესტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება. ტრამპი მიიჩნევს, რომ ამით სპორტსმენები პატრიოტულ სულისკვეთებას ახშობენ, რაც ჰიმნის შესრულებას თან ახლავს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ტრამპის ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს და სტადიონის დატოვების მიზეზიც ამით ახსნა.