ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი

თბილისის საკრებულომ ხვალ 4 საათზე სხდომა ჩანიშნა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საკრებულო ხვალ საბოლოოდ გადასცემს და დაუმტკიცებს ბიძინა ივანიშვილს თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას. პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატის განცხადებით, საკრებულოს შენობა ხვალ პოლიციის ალყაში იქნება, მსგავსად 29 სექტემბრისა. ზაალ უდუმაშვილი მოსახლეობას 2 საათზე თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს. ზაალ უდუმაშვილის განცხადებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.