საკონსტიტუციო რეფორმა

ხელმოწერა ან ვეტო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე ? დრო იწურება ხელმოწერის ან ვეტოს გამოყენებისთვის გიორგი მარგველაშვილს დრო ხვალამდე აქვს. უმრავლესობასა და ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შედმეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გიორგი მრგველაშვილი სავარაუდოდ, 4 საკითხის ჩასწორებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, ვეტოში ორი პუნქტი მმართველი გუნდის შეთავაზებით, დანარჩენი კი, ოპოზიციის მოთხოვნით შევა.