იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განაცხადებით, მთავარი პრინციპი, რითაც საბჭოს წევრები იხელმძღვანელებენ, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა წარსული სამოსამართლეო საქმიანობა და მათი დამოუკიდებლობაა. უვადოდ გამწესების მსურველთა შორის არიან დღეს მოქმედი საბჭოს წევრებიც. საბჭო მათ კენჭს მას შემდეგ უყრის, რაც 38-ივე კანდიდატს გაესაუბრებიან.‬ უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ვადა 11 ოქტომბერს იწურება.