სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ხვალ უყრიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე ხვალ საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭს უყრიან. გასულ კვირას სია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, არცერთი კანდიდატურა არ ჩავარდნილა, თუმცა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწიეს. კანდიდატებად საქართველოდან ასევე წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველომ მესამედ წარადგინა. წინა ორ შემთხვევაში სტრასბურგმა თბილისის მიერ შერჩეული იურისტები დაიწუნა.