ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედება

ე.წ ჭკვიანი კამერები. 1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ხოლო ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ პრეზენტაცია შალვა ხუციშვილმა წარადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასამდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით კი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურად დაფიქსირება მოხდება. დამრღვევი მძღოლები კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდებიან: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა. დარღვევის შემთხვევაში მძღოლს ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.