ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დღეს პროექტს ექვსი კომიტეტის დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გააცნობს. ბიუჯეტი 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ ლარს შეადგენს. ოპოზიციის თქმით, ბიუჯეტი მმართველი პარტიის კომფორტზეა მორგებული, უმრავლესობის განმარტებით კი - საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად შედგა და განათლების, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სამინისტროების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. პროექტი კენჭისყრამდე მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით დაუბრუნდება.