ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში ძლიერი სატყეო ხანძრები გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სტიქიას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახიფათო ზონიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მშრალი ამინდი და ჰაერის უკიდურესად დაბალი ტენიანობა ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. სახანძრო ბრიგადები  კალიფორნიის ერთბაშად 8 ოლქში ცდილობენ სტიქიასთან გამკლავებას. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლმა 300 კვადრატული კილომეტრი ფართობი მოიცვა. სტიქიისგან დაზარალდა ნაპას ხეობაში არსებული ვენახები.

ხელისუფლების ცნობით, ზოგიერთ ადგილას ცეცხლი საათში 80 კილომეტრიის სიჩქარით გავრცელდა.

ხანრის გამო გადაიკეტა გზების ნაწილი. მთლიანად განადგურდა ქალაქ სანტა როუზში, ვენახებს შორის მდებარე სასტუმრო ჰილტონი.