ევროპის რეაქცია კატალონიის დამოუკიდებლობაზე

როგორ მოიქცევიან ესპანეთის მეზობლები, თუკი კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა რომ ესპანეთის ამ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. ამის თაობაზე სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერობების საკითხებში ნატალი ლუაზომ განაცხადა.

ნატალი ლუაზო, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

რა თქმა უნდა, კატალონიამ ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს. კრიზისის დაძლევა მხოლოდ ესპანეთთან მოლაპარაკებით არის შესაძლებელი. მე ასევე არ ვთვლი, რომ რეფერენდუმის შედეგებს რეალური ძალა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ ესპანეთში უმაღლესი ხარისხის დემოკრატიაა.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კი ესპანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატორების ლიდერმა ტერეზა მეიმ გამოსვლაში აქცენტი ესპანეთის კონსტიტუციის უზენაესობაზე გააკეთა და კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.

ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

მე და ჩვენი პარლამენტის ყველა პატივცემული წევრი არსებული სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მივისწრაფვით. თუმცა ჩემი მთავრობის პოზიცია სავსებით ნათელია: ესპანეთის ხელისუფლებას აქვს სრული უფლება იმოქმედოს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად. კონფლიქტის ყველა მონაწილე კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს.

უფრო თავშკავებული პოზიცია გამოხატა შოტანდიის მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სტერჯენმა, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის აქტიური მომხრეა.

ნიკოლა სტერჯენი, შოტლანდიის პირველი მინისტრი

შოტლანდიელთა გადასაწყვეტი არ არის, იქნება თუ არა კატალონია დამოუკიდებელი. ვფიქრობ, ეს თავად კატალონიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მადრიდში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი უკანონო იყო. მე პატივს ვცემ ამ მოსაზრებას, მაგრამ ასეც რომ იყოს, გასარკვევია, მაშინ როგორ უნდა გამოხატოს კატალონიელმა ხალხმა საკუთარი მომავლის ხედვა კანონის დარღვევის გარეშე. 

ანალოგიურ რეფერენდუმზე, რომელიც შოტლანდიაში 2014 წელს გაიმართა, დამოუკიდებლობის მომხრეები დამარცხდნენ.