თავდასხმა პოლიციელზე ტეხასში

ტეხასის ქალაქ ლაბეკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტმა პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციელმა ერთ-ერთ სტუდენტს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა, რის მერეც უნივერსიტეტის პრესსპიკერის განცხადებით, პოლიციელმა სტუდენტი განყოფილებაში გადაიყვანა.

დაკითხვის დროს სტუდენტმა პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელი თავში გასროლით ადგილზე მოკლა, რის მერეც მიიმალა.

სტუდენტის დაკავება პოლიციის თანამშრომლებმა მალევე, დამატებითი გართულებების გარეშე მოახერხეს. პოლიციაში ადასტურებენ, რომ ეს სტუდენტი ადრეც იყო დაკავებული უნივერსიტეტისნ ტერიტირიაზე ნარკოტიკების გავრცელებისთვის.