ხმაურიანი აქცია და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

ხმაუარია თბილისის საკრებულოსთან. დილიდან შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიდა ეზოშიც. ჩაკეტილია შენობის ყველა სათადარიგო შესასვლელი. სხდომა 4 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი, საკრებულოს წინ აქციის გამართვას "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს. ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან დეპუტატებიც. საკრებულოს წევრები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.