ვინ გახდება ევრომოსამართლე საქართველოდან?

ვის აირჩევს ევროსასმართლო ლალი ფაფიაშვილს, ლადო ჭანტურიას თუ ოთარ სიჭინავას? ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სამ კანდიდატს კენჭს დღეს უყრის. კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები უკვე გამოქვეყნებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე. ვინ გახდება საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლე რამდენიმე საათში გაირკვევა.