2018 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

საპარლამენტო კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტში იმსჯელებენ.დოკუმენტის განხილვა კი კომიტეტებში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით დეპუტატების დასკვნები და შენიშვნები მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაეგზავნება.