აზიური ფაროსანას საკითზე შეხვედრა გაიმართა

არის თუ არა თბილისში გამოჩენილი მწერი აზიური ფაროსანა? ეს უახლოეს მომავალში, ბიოლოგიური კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ სამოქმედო გეგმები დასახეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არიან ჩართულები კონკრეტული პროტოკოლი ბრძოლის თვალსაზრისით ამ დრომდე არ გააჩნიათ. სპეციალისტები სხვადასხვა პრეპარატებს სწავლობენ, რათა ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზები დადგინდეს.