ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

ქართველი დიპლომატები უკვე ჟენევაში არიან. დელეგაციის წევრები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 41-ე რაუნდი კი ხვალ დაიწყება. ორ სამუშაო ჯგუფში განსახილველი მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალში გახშირებული სამხედრო წვრთნები, მავთულხლართები, გახშირებული დაკავებები და აფხაზეთში ე.წ. გადა-სასვლელების დაკეტვა იქნება. საქართველოს დელეგაცია ასევე ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხსაც დააყენებს. ამასთან აქცენტი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების მოთხოვნაზეც გაკეთდება.