სამმაგი ტერაქტი დამასკოში

სირიის დედაქალაქ დამასკოში პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ განხორციელიებული სამმაგი ტერაქტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი უშუალოდ პოლიციის შენობასთან აიფეთქა, მესამემ  კი ახლომდებარე ბაზრის შესასვლელთან საბუთების შემოწმებისას. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მიმდინარე თვეში ეს დამასკოში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.

პარალელურად, სირიის აღმოსავლეთით, ქალაქ ერ რაქას გათავისუფლების ოპერაცია გრძლდება. ეს ქალაქი ქვეყანაში ისლამისტების ერთ-ერთ უკანასკნელ დასაყრდენად ითვლება. ერ რაქაში დაახლოებით 400 ისლამისტი ქურთთა ფორმირებებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ბრძოლები გრძელდება ქალაქ დეირ ეზ ზორთანაც, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ტოვებს. ქალაქის სიახლოვეს გაშენებულ დევნილთა ბანაკში უკვე 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს.