ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან. ხანძრებმა ბოლო მონაცემებით უკვე 20 ადამიანის სოცოხლე იმსხვერპლა. კიდევ 500 ადამიანის ადგილსამყოფელს ხელსუფლება და მაშველები ვერ აგნებენ. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და უკვე 45 ათასი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია რამდენიმე ათასი ნაგებობა.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი დამღუპველად იმოქმედებს კალიფორნიის მეღვინეობაზე. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნაპას, სონომას, მენდოჩინოს და იუბას ოლქებში, რომლებიც ამერიკული მეღვინეობის ცენტრებს წარმოადგენენ. ვენახების ნაწილი უკვე გადამწვარია.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ხანძრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია შტატის ისტორიაში. ხანძრების გაჩენის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებულა. ცეცხლის პირველი კერა 9 ოქტომბერს დაფიქსირდა. სტიქიის ზონაში მოხვედრის უამრავ ადამიანს ევაკუაციისთვის მხოლოდ წუთები ჰქონდა.

მეხანძრეები კერების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ, ვითარებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა ართულებს. მიმდინარე შემოდგომა კალიფორნიისთვის სარეკორდოდ ცხელია.