დონალდ ტრამპი ემინემის კლიპში

Black entertainment television –ის ჰიპ-ჰოპ მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა რეპერ ემინემის ახალი კლიპი აჩვენეს, რომელშიც მუსიკოსმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიხსენია და მას რასისტი და უპასუხისმგებლო ლიდერი უწოდა.

4 წუთიან ვოკალში ემინებმა მსმენელებს უთხრა , რომ მათ არჩევანი მასსა და პრეზიდენტს შორის უნდა გააკეთონ - რასიზმი ერთადერთია რაშიც იგი ფანტასტიურია - გარეპა ემინემმა ვიდეოში. კლიპი დეტროიტის ერთ ერთ მიწისქვესა პარკინგზეა გადაღებული.

თავად დონალდ ტრამპს სისტემატიურად უხდება მის მიმათ რასიზმში წაყენებული ბრალდებების უარყოფა: ახლახანს მან საკუთარ თავს ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი უწოდა. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ემინემის რეპ-ვიდეოზე , რომელიც გუშინ ყველაზე ნახვადი ვიდეო იყო YouTube-ზე , კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.