თავდაცვის კონფერენცია ბათუმში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია და ქვეყნის უსაფრთხოება - აღნიშნულ საკითხებზე ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. სხდომას ჯეიმს აპატურაი ესწრება. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.