პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. ხვალ კი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. ექვსი მოტივირებული შენიშვნიდან მმართველი გუნდი ორს კატეგორიულად არ ეთანხმება. ოპოზიციისთვის კი - სწორედ ეს ორია მნიშვნელოვანი.