2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს. საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო ფრაქციების სხდომებზე მიმდინარეობს. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე განიხილეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე, სადაც სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარსდგა.