თეა წულუკიანის ბრიფინგი

იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი ანგარიში წარადგინა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ კომისიამ ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული დასკვნების უმეტესობა უარყო და არ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს. თეა წულუკიანის განცხადებით, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა გიორგი მარგველაშვილმა, კომისიისთვის უცნობია. ერთი თვის წინ იუსტიციის სახლთან ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების შეცვლას ითხოვდნენ.