პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. 141 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 85 მსჯავდებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.კომისია 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა. წევრებმა 1406 პირის საქმეზე იმსჯელეს. შეწყალებულთა შორისაა 13 ქალი და 2 არასრულწლოვანი. 12 მსჯავრდებული ქალი საპატიმროს დღეს დატოვებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარია, რომელიც, მისივე თქმით, მკვლელობისთვის იხდიდა ბრალს.