მდგომარეობა ირანში - აითოლა დასავლეთის წინააღმდეგ

ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერმა და უმაღლესმა ხელისუფალმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის მცდელობა, ირანში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, ჩავარდა. აიათოლამ ეს განცხადება ქალაქ კუმში გააკეთა. მან თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ შეთქმულება რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და მას სპარსეთის ყურის ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქი აფინანსებდა.