საფრანგეთში ებრაული მაღაზიები გადაწვეს

საფრანგეთში ორი ებრაული მაღაზია დაწვეს. ანტისემიტებმა ცეცხლი პარიზის გარეუბან კრეტეიში მდებარე ერთ-ერთ ქაშერულ მაღაზიას და სუპერმარკეტ „ჰიპერქაშერს“ წაუკიდეს. ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედებმა ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ამ მაღაზიების კედლებზე ანტისემიტური შინაარსის წარწერებიც დატოვეს.