სტიქია კალიფორნიაში

კალიფორნიაში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება.  მაშველების ინფორმაციით, საავადმყოფოებში 25 ადამიანია გადაყვანილი. დაზიანებულია გზები, დანგრეულია სახლები. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი სანტა ბარბარა დააზარალა.