იტალიაში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამიტი გაიხსნა

იტალიაში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამიტი გაიხსნა. ფორუმში, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, მალტის და კვიპროსის ლიდერები იღებენ მონაწილეობას.  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის ეს ამ ფორუმში პირველი მონაწილეობაა.

შვიდეულის საერთო წილი ევროკავშირის ბიუჯეტში 41 პროცენტს შეადგენს, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები კი მიგრაცია და 2018 წელს საერთო ევროპულ ეკონიმიკაში ინვესტიციების მიზიდვაა.

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიგრაციის პრობლემების მოგვარება საერთო ევროპულ დონეზე უნდა მოხდეს და ამისთის თავშესაფრის უფლების მისაღებად კანონმდებლობის რეფორმირება არის აუცილებელი.