გერმანიაში იტალიელი ჩინოვნიკები დააკავეს

იტალიის 11 მოქალაქე დააკავეს გერმანიაში მაფიოზურ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვის გამო. დაკავებულების სამშობლოში ექსტრადირება მოხდება. განცხადება იტალიურმა პოლიციამ გააკეთა. დაკავებულთა შორის მაღალჩინოსნებიც არიან - მათ შორის კროტონეს პროვინციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სამი ქალაქის მერი.

ლაურა გარავინი, მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე

მრავალი წლის განმავლობაში გერმანიის კანონმდებლობა გამორჩეულად რბილი იყო ბოროტმოქმედებთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო თვეებში მოხდა აუცილებელი საკანონმდებლო ცვილლებების მიღება. ეს ძალიან კარგია, რადგან ორგანიზებული დანაშაული დღეს განსაკუთრებით აქტიურია ევროპაში და პირველ რიგში იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ფულის მიღება შეიძლება დანაშაულებრივი საქმინობით და ფულის გათეთრებით. ამ თვალსაზრისით გერმანია მათთვის იდეალური ქვეყანა იყო.

იტალიის და გერმანიის პოლიციიის ერთობლივი ოპერაციების შედეგად ბოლო პერიოდში 169 პირი დააკევეს. დაკავებულთა შორის მყოფი პოლიტიკოსები მაფიოზურ სტრუქტირებთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.