სამაშველო ოპერაცია სანტა ბარბარაში

ალიფორნიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სანტა ბარბარას რეგიონში მაშველთა ბრიგადები, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების და აპარატურის დახმარებით დაკარგული ადამიანების პოვნას ცდილობენ. ამ დროისთვის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულად ოცზე მეტი ადამიანი ითვლება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 17 ადამიანი. სტიქიამ ასზე მეტი სახლი გაანადგურა.

ბილ ბრაუნი, სანტა ბარბარას შერიფი

ჩვენი ოფისი და სასამართლო-სამედიცინო განყოფილება დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობს დაღუპულთა ცხედრების იდენთიფიკაციისთვის, რათა სანამ დაღუპულთა ოჯახებს შევატყობინებთ, მიღებულ მონაცემებში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყოთ. დაღუპუილთა ნათესავებთან ცალკე ტარდება ფსიქოლოგიური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად დაღუპულთა სრული სია ან იდენთიფიკაციის მონაცემები გამოვაქვეყნოთ.

მაშველებმა ნანგრევებში 5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახის გადარჩენა შეძლეს, რომელთა შორის ერთი ახალშობილი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. საერთო ჯამში ნანგრევებიდან მაშველებმა 50-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. ამ დროისთვის საავადმყოფოებში მკურნალობას 160 დაზარალებული გადის.