ჯავშანმანქანით არყის საყიდლად

რუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტის მცხოვრები ალკოჰოლის შესაძენად მოპარული ჯავშანმანქანით გაემართა. პოლიციაში აცხადებენ, რომ 29 წლის მამაკაცი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

მამაკაცმა ჯავშანმანქანა ადგილობრივი ავტოსკოლიდან გაიტაცა. მან მანქანით მაღაზიის ვიტრინა შეამტვრია და ალკოჰოლის სექციისკენ გაემართა. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ერთი კვირით ადრე მამაკაცმა სატვირთო მანქანაც გაიტაცა და პოლიციას გაუსვლელობის ხელწერილით ჰყავდა გათავისუფლებული.